ჩოგბურთი

0:30 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პარიზში ავსტრალიელით იწყებს

საქართველოს პირველ ჩოგან 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს წლის დასკვნითი ტურნირი საფრანგეთში ელის, სადაც პარიზის პრესტიჟული მასტერსია (საპრიზო ფონდი 5 444 985 ევრო) დაგეგმილი.

წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ROLEX PARIS MASTERS-ზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ნიკოლოზი მე-7 ნომრად განთესილ კევინ ანდერსონს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთაფრიკელ გიგანტს სწორედ მიმდინარე კვირაში ვენაში გადაეყარა და მატჩ-ბოლიც ჰქონდა, თუმცა, სამ სეტში მარცხი განიცადა.
რაც შეეხება 29 წლის მილმანს, მასთან ბასილაშვილს 2-ჯერ უთამაშია და თანაფარდობა აქვს. 2015 წელს ისრაელში, რაანანას ტურნირზე ჩვენებურმა 6:3, 6:1 იმარჯვა, 2016-ში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კი, ავსტრალიელმა რევანშის აღება მოახერხა – 6:7 (6:8), 6:1, 6:4.
ამ დროისთვის, ნიკოლოზს მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილი უკავია, მილმანი კი 36-ეა.

0.114215