სხვა

20:00 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პოლონურ ზამოსცში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპირველობაზე ირაკლიმ ძალები 105 კგ-მდე წონით კატეგორიაში სცადა და ჯამში 3 ოქრო მიითვალა, თანაც კონკურენტებისთვის მცირე შანსიც კი არ მიუცია.
პირველ მოძრაობა ატაცში ჩხეიძემ 163, 167 და 170 კგ. დასძლია და უახლოეს კონკურენტ – სომეხ არსენ მარტიროსიანს 5 კგ-ით აჯობა. მცირე ბრინჯაო რუს დანიილ ვაგაიცევს (164 კგ.) ერგო.
ქართველი ძალოსნის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო აკვრაში, სადაც ის 202, 209 და 216 კგ-იან შტანგს გაუმკლავდა. ამ მოძრაობაში მე-2 ავსტრიელი დავიდ ფიშერი იყო 205 კგ-ით, მე-3 კი – ხსენებული მარტიროსიანი (201 კგ.).
საბოლოო ჯამში ჩხეიძემ 386 კგ. მოაგროვა და ვერცხლის მედალოსან ფიშერს ერთბაშად 19 კგ-ით აჯობა, მე-3 კი მარტიროსიანი გახლდათ 366 კგ-ით.
შეგახსენებთ, რომ ეს, ქართული დელეგაციისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული უკვე მე-4 მედალია. მანამდე, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გოგა ჩხეიძე (69 კგ.) და რევაზ დავითაძე (85 კგ.) ავიდნენ, ანტონ პლესნოიმ (94 კგ.) კი ვერცხლი მოიპოვა.
აქვე იმ ქართველი ძალოსნების განრიგსაც გაგაცნობთ, რომლებიც ფიცარნაგზე შეჯიბრის დასკვნით დღეს, 27 ოქტომბერს გავლენ (დრო თბილისისაა):
27 ოქტომბერი, 11:00 საათი: ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი: დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიორგი ჩხეიძე +105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: ბაქარ თურმანიძე +105 კგ.

0.208094