ფეხბურთი

15:43 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის“ პრეზიდენტი 26 წლის ჩინელი გახდა

მილანის „ინტერში“ პრეზიდენტი შეიცვალა, ერიკ ტოჰირის ნაცვლად, ამიერიდან “ნერაძურის“ 26 წლის ჩინელი ბიზნესმენი, სტივენ ჩჟანი მართავს. - იუწყება ESPN.

ჩჟანი კომპანია Suning Holdings Group-ს მმართველის შვილი ყოფილა. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის იტალიური კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი.

ტოჰირმა წილი მაინც დაიტოვა კლუბში. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც. ის ბოლო ორი წლის განმავლობაში მართავდა „ინტერს.“

9 ტურის შემდეგ, „ინტერი“ სერია A-ს ცხრილში 19 ქულით მესამე ადგილზეა.

0.123147