ჩოგბურთი

14:29 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სვიტოლინა და პლისკოვა ნახევარფინალში გავიდნენ

WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ელინა სვიტოლინა და კაროლინა პლისკოვა გავიდნენ. სვიტოლინამ ვოზნიაცკი 5:7, 7:5, 6:3 დაამარცხა. ხოლო კაროლინამ თავის თანამემამულეს პეტრა კვიტოვას 6:3, 6:4 აჯობა. თეთრ ჯგუფში პირველი ადგილი სამი მოგებით სვიტოლინამ დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზ პლისკოვა ორი მოგებით და ერთი წაგებით გავიდა.

რაც შეეხება წითელ ჯგუფს, მესამე ტურში კიკი ბერტენსმა ნაომი ოსაკას პირველი სეტი 6:3 მოუგო და ტრავმის გამო იაპონელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ტურნირსაც გამოეთიშა. ამ ჯგუფში ყველაფერს ბოლო შეხვედრა გაარკვევს, სადაც ანგელიკა კერბერი სლოან სტივენსს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.

0.131501