ლონდონის „არსენალმა“ წუხელ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში, სტუმრად ლისაბონში 1:0 მოუგო „სპორტინგს.“ ეს გამარჯვება „მეთოფეთათვის“ ევროთასზე ზედიზედ მესამე, ყველა ტურნირში მე-11 გამოდგა.
მანამდე „არსენალმა“ პრემიერლიგაში მიჯრით 7 შეხვედრა მოიგო, ხოლო ლიგის თასზე „ბრენტფორდი“ დაამარცხა. ასეთი შედეგი ლონდონელებს 11 წელიწადია აღარ ჰქონიათ.
2007-ის შემოდგომაზე მათ ზედიზედ 12 მატჩი მოიგეს.