"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სხვა ინგლისურ გუნდში არასდროს იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის ნისლიან ალბიონზე მხოლოდ "სიტი" არსებობს.
"ყოველთვის "სიტის" ქომაგი ვიქნები. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია სხვა ინგლისურ კლუბში მუშაობა", - განაცხადა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "სიტის" 2016 წლიდან უდგას სათავეში და გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.