ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრები წინა თვესთან შედარებით 1 პოზიციით დაწინაურდა და ამჯერად 92-ე ადგილზე იმყოფება.
...89. ერაყი - 1270 ქულა
90. ყირგიზეთი - 1268
91. ისრაელი - 1267
92. საქართველო - 1265
93. ტრინიდადი - 1263
94. უზბეკეთი - 1254
95. ფარერები - 1251
რაც შეეხება ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში „ჯვაროსნების“ მეტოქეებს, ყველა ასეულს მიღმა იმყოფება:
...117. ყაზახეთი - 1166
132. ლატვია - 1111
133. ანდორა - 1109
და ბოლოს, მოწინავე ათეული, რომელშიც ერთი ცვლილება მოხდა: ინგლისმა და ურუგვაიმ ადგილების გაცვალეს. ლიდერი კი, ბელგიის ნაკრებია:
1. ბელგია -1733 ქულა
2. საფრანგეთი - 1732
3. ბრაზილია - 1669
4. ხორვატია - 1635
5. ინგლისი - 1619
6. ურუგვაი - 1617
7. პორტუგალია - 1616
8. შვეიცარია - 1598
9. ესპანეთი - 1594
10. დანია - 1584
ფიფას ახალი რეიტინგი ნოემბრის სათამაშო დღეების შემდეგ გამოქვეყნდება.