უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და 26-28 ოქტომბერს ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ხალიჩაზე გავლენ: ევროპის პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ) და მსოფლიოს პრიზიორი ლაშა გობაძე (82 კგ). ამ ოთხ წონაში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები - 16:45-დან. მედლები კი ხვალ გათამაშდება.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ბოლოს 11 წლის წინ მოიპოვა. 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
55 კგ – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ – დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ – ლაშა მარიამიძე (თბილისი)
67 კგ – შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ – გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
77 კგ – თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
82 კგ – ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
97 კგ – რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ – ზვიად პატარიძე (ქუთაისი)
მსოფლიო პირველობის განრიგი
25 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 55-63-72-82 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
18:45 – ნახევარფინალები
26 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 60-87-130 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
19:00 – ნახევარფინალები
ბერძნულ-რომაული 55-63-72-82 კგ.
12:30 – დამამშვიდებელი წრე
20:00 – ფინალები
27 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 67-77-97 კგ.
12:30 – წინასწარი შეხვედრები
19:00 – ნახევარფინალები
ბერძნულ-რომაული 60-87-130 კგ.
12:30 – დამამშვიდებელი წრე
20:00 – ფინალები
28 ოქტომბერი
ბერძნულ-რომაული 67-77-97 კგ.
15:30 – დამამშვიდებელი წრე
17:30 – ფინალები