ფეხბურთი

12:53 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: „გერმანიის ნაკრებს ისევ ვქომაგობ“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, რომელმაც ბუნდესნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კვლავ გულშემატკივრობს ეროვნულ გუნდს.

„გერმანიის ნაკრებს ბავშვობიდან ვქომაგობ და ახლაც ასეა. იქ ხომ ჩემი მეგობრები თამაშობენ.“ - დაწერა თავის „ტვიტერში“ იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მუნდიალის წინ ეთნიკურად თურქმა იოზილმა, სამახსოვრო ფოტო გადაიღო თურქთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რის გამოც გერმანიაში გააკრიტიკეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდგ კი საერთოდ დატოვა ნაკრები. მიზეზი - ზოგიერთი მოთამაშის რასისტული გამონათქვამები გახდა.

0.114288