მილანის „ინტერის“ შემტევმა, მაურო იკარდიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში „ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შემდეგ შეხვედრაში ისინი „ბარსას“ დამარცხებას შეეცდებიან.
„პირველ ტაიმში ხეირიანად ვერ ვითამაშეთ. მეტქეს საკმარისზე მეტ სივრცეს ვაძლევდით. „ბარსელონასთან“ ასე თამაში არაფრით შეიძლება. შესვენების შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ, თუმცა, ზუსტი „ბოლო პასი“ არ გვყოფნიდა.
ცხადია, კმაყოფილი ვერ ვიქნები. მაგრამ მილანში მეტად მობილიზებას და „ბარსას“ დამარცხებას შევეცდებით.“ - ციტირებს იკარდის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.