ფეხბურთი

22:47 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "ჩემზე დიდი მადრიდისტა არ არსებობს"

მადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს კლუბის დატოვებას აპირებს. გარდა ამისა, ბრაზილიელმა მედიის წარმომადგენლებსაც შეუტია და შურიანები უწოდა.

„რთულია, როდესაც გამარჯვებას ვერ ახერხებ. თუმცა, ჟურნალისტები საუბრობთ კრიზისზე იმიტომ, რომ გშურთ, რადგან ფეხბურთის თამაში არ შეგიძლიათ.

„რეალის“ დატოვება მინდა? -არანაირი წინადადება არ მიმიღია. ჩემზე დიდი მადრიდისტა არ არსებობს“, - აღნიშნა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა მას შემდეგ, რაც ჩეხური „პლზენი“ 2:1 დაამარცხა.

0.121111