კალათბურთი

19:15 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის მე-3 გამარჯვება

ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ტენერიფელებმა შვეიცარიული “ფრიბურგ ოლიმპიკი” 91:68 დაამარცხეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:53 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
თადმა 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“იბეროსტარ ტენერიფე” B ჯგუფის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 31 ოქტომბერს, სტუმრად, ასევე 3 მოგების მქონე იტალიურ “უმანა რეიერ ვენეციასთან” გამართავს.

0.115569