სხვა

18:00 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიჭიძის მე-5 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთის ქალაქ ზამოსცში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, დღეს, ფიცარნაგზე ირაკლი გაბრიჭიძე ვიხილეთ, რომელმაც ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა.

23-წლამდელთა ჩემპიონატის 77 კგ-მდე წონით კატეგორიაში, გაბრიჭიძემ ატაცში 2 ცდა (139 და 146 კგ.) გამოიყენა, 144-კილოგრამიანი შტანგა კი დაუვარდა. შედეგად, ირაკლი მე-6 ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში საწყისი 2 მისვლა (167 და 73 კგ.) წარმატებულად დაასრულა, 178 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა და ასევე მე-6 მაჩვენებელი ჰქონდა.
საბოლოო ჯამში, გაბრიჭიძემ 319 კგ. მოაგროვა და იმის გათვალისწინებით, რომ თურქი ძალოსანი ევროპირველობას ტრავმის გამო გამოეთიშა, მე-5 პოზიცია დაიკავა.
აღნიშნულ წონაში ოქროს მედლის მფლობელი ბულგარელი ბოჟიდარ ანდრეევი (338 კგ.) გახდა, ვერცხლი რუსმა ვიაჩესლავ იარკინმა (337 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაო კი – ბელარუსმა არწიომ შაჰაუმ (328 კგ.).
დღესვე საქმეში რევაზ დავითაძესა და ნოდარ კაკაბაძეს ვიხილავთ, რომლებიც 20-წლამდელთა პირველობის 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. ამ შეჯიბრის სტარტი თბილისის დროით 20:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

0.124127