საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო. ჩვენს ქვეჯგუფს დანია მასპინძლობს და ჩვენი გუნდის მეტოქე პირველი ტურში მასპინძელი იყო.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შეეძლო მინიმუმ ქულა მოეპოვებინა, მაგრამ ვერ მოახერხა. ზვიად ჯელაძის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. მესამე წუთზე ქართველებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და შეტევა გოლით თორნიკე მორჩილაძემ დაასრულა.
"პატარა ჯვაროსნებმა" ანგარიში 38-ე წუთამდე შეინარჩუნეს. დანიელთა ბრწყინვალე კომბინაცია გოლით ჰექტორ ჰოიბერ-თომსენმა დააგვირგვინა. მანვე, მეორე ტაიმის დასაწყისში წინ გაიყვანა მასპინძლები.
ჯელაძის შეგირდებს შეეძლოთ თამაშის გადარჩენა, მაგრამ 90-ე წუთზე აზაროვმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ოდნავ ააცილა. საპასუხოდ კი, მესამე გოლიც გავუშვით. პენლატი დაინიშნა ჩვენი კარის მიმართულებით, მაგრამ ლუკა ხარშილაძემ ივარგა და იენსენს აუღო. თუმცა, რად გინდა, მცველები მოდუნდნენ და დამატებაზე ლინდმა ადვილად გაიტანა.
შედეგად 3:1 და საკვალიფიკაციო ეტაპის წარუმატებელი დასაწყისი. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს, რუსეთთან ჩაატარებს, ხოლო მესამე ტურში 30 ოქტომბერს, ესტონეთს გაეჯიბრება.
ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჯერ ელიტ-რაუნდზე მიდგება, ხოლო ელიტ-რაუნდის მერე შედგება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელიც 2019 წლის მაისში ირლანდიაში გაიმართება.
საქართველო (U17) - დანია (U17) 1:3 (1:1)
ჰობრო, „ჰობრო სთედიუმი“
საქართველო (4-2-3-1): ხარშილაძე; კვარაცხელია, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, აზაროვი; ბანდიანიშვილი (ტორონჯაძე 81), ტალახაძე; მორჩილაძე, ოგბაიძე (აბუაშვილი 56), ზურაბიანი (მირზიკაშვილი 68); ომარაშვილი (ხვედელიძე 56)
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
დანია (4-3-3): ეგიდიუსი; ფუგლსანგი, ჰაარი, აგერბეკი, მადსენი; სორენსენი, კრისტენსენი, ჰოიბერ-თომსენი; დამტოფტი (ზაარი 62), კრონე (ლინდი 83), სიმსირი (ბიერეგაარდი 62)
მწვრთნელი: სორენ ჰერმანსენი
გოლები: 1:0 მორჩლაძე (3), 1:1 ჰოიბერ-თომსენი (38), 1:2 ჰოიბერ-თომსენი (58), 1:3 ლინდი (90)
გაფრთხილება: ჭინჭარაული (70) - ჰოიბერ-თომსენი (72), ლინდი (81)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 12 (5) კუთხურები: 2:4
მსაჯი: მილოვან მილაჩიჩი (მონტენეგრო)