ყატარული „ალ სადის“ ნახევარმცველმა, „ბარსელონას“ ოდინდელმა ვარსკვლავმა, ჩავიმ განაცხადა, რომ ერთხელაც „ბარსას“ მთავარმწვრთნელობას ისურვებდა.
„ცხადია, რომ წლეულს ჩემი ბოლო სეზონი იქნება მოთამაშის რანგში, - უთხრა ჩავიმ Corriere dello Sport-ს, - არ ვიცი, რა იქნება ახლო მომავალში, მაგრამ ერთხელაც „ბარსელონას“ გაწვრთნა ჩემი ოცნებაა.“
ჩავი ერნანდესი “ბარსას“ ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა და კატალონიური კლუბის შემადგენლობაში 505 მატჩი ჩაატარა. 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.