სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

20:00 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ

ბრიტანულ კუნძულ მენზე მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში 4 ტურის თავზე 2 ლიდერი გამოვლინდა: ჩინელი ჰაო ვანგი (2722) და აზერბაიჯანელი არკადი ნაიდიჩი (2721) ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს. ნინო ბაციაშვილმა (2482) და სოფიკო გურამიშვილმა (2378) 2-2 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, 77-ე და 95-ე ადგილებზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113593