კალათბურთი

22:12 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ ბექა ბექაურთან

სუპერლიგა ჯერ არ იწყება. ალბათ, დაიწყება. მანამდე იყო დუდუ დადიანის მემორიალი, რომელიც "დელტამ" დამსახურებულად მოიგო, მთავარი პრიზი წამოიღო. ერთ კვირაში 4 მოგებული შეხვედრა. და ტუნრიის საუკეთესო მოთამაშედ "დელტას" და საქართველოს ნაკრების ფორვარდ-ცენტრი ბექა ბექაური დაასახელეს.

წავედით.

ბექა ბექაური: "პირველ რიგში, ვულოცავ "დელტას" გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. გუნდისთვის ეს სუპერლიგაში პირველი ტიტულია. სეზონის სტარტზე ტურნირის მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია. "დელტა" უმატებს და ამ გამარჯვებით უფრო მოტივირებული გახდება. ტურნირი იყო დაძაბული, საინტერესო. ბევრი თანაბარი ძალის გუნდი იყო, მაგრამ "დელტამ" გუნდური კალათბურთით მოიგო."

პერსპექტივაზე.

ბექა ბექაური: "დელტა" მნიშვნელოვნად გადახალისდა. ჩემთვის აქ პირველი სეზონია და მიხარია, რომ ეგრევე ჩემპიონები გავხდით. ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ ფინალში ერთმანეთს სუპერლიგის დებიუტანტი "ტიტები" და ჩვენ შევხვდით. მოულოდნელი და დამსახურებული. "დელტამ" ყველა მატჩში იბრძოლა და მაქსიმუმი გააკეთა. ვამაყობ, რომ გუნდურად ვთამაშობთ. ეს მწვრთნელების და მოთამაშეების დამსახურებაა. მზად ვართ ახალი გამოწვევისთვის. სასიამოვნოა, რომ საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მაგრამ ჩემთვის წინა პლანზე "დელტა" დგას. ჩემი პრიზიც გუნდს ეკუთვნის."

0.117895