ფეხბურთი

22:35 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომის მეტროში ცსკა-ს გულშემატკივრები დაშავდნენ (+VIDEO)

იტალიის დედაქალაქ რომში რამდენიმე რუსი გულშემატკივარი დაშავდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, რომის მეტროსადგურ Repubblica-ში ესკალატორი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მოსკოვის ცსკა-ს ფანები სარგებლობდნენ.

შედეგად, დაშავდა 10-მდე ადამიანი, აქედან ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სერიოზულად დაზიანდა და შესაძლოა ფეხი დაკარგოს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რომში, „რომასა“ და ცსკა-ს შეხვედრა უნდა გაიმართოს.

თეგებირომაცსკა
0.11966