მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც ლიონელ მესი ვერ დაეხმარება. „ნერაძურის“ კაპიტანი მაურო იკარდი კი თანამემამულის არყოფნით გახარებული არაა:
„სამწუხაროა, რომ მესი ვერ ითამაშებს. ყოველთვის სასიამოვნოა საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ის მსოფლიოში საუკეთესოა და ვიცით, რომ „ბარსელონასთვის“ დიდი დანაკლისია. შესაბამისად, ვეცდებით ამ ფაქტით სარგებლობას, გამარჯვების შანსი გვაქვს“, - განაცხადა იკარდიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი „კამპ ნოუზე“ 24 ოქტომბერს გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მაურო იკარდი 2008-2011 წლებში „ბარსას“ აკადემიაში თამაშობდა.