ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძე აშშ-ს ქალაქ მაკონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ დევიძემ კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ყაზახ ანა დანილინას აჯობა, მე-2 წრეში კი ამერიკელ სანაზ მარანდთან 6:7 (4:7), 3:6 დამარცხდა.