„იუვენტუსის“ ხორვატი შემტევი, მარიო მანჯუკიჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც დღეს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე.“
ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა და ორი-სამი კვირა ვერ ითამაშებს. „იუვენტუსს“ არ ეყოლება ასევე დაშავებული ემრე ჯანი და სამი ხედირა.