ქალაქ ალბასეტეში „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს, ანდრეს ინიესტას სტატუეტს დაუდგამენ.
ქალაქის მერმა, მანუელ სერანომ განაცხადა, რომ საკონკურსო კომისია სტატუეტის დიზაინს თებერვალში შეარჩევს და მას ცენტრალურ პარკში დადგამენ. - წერს Marca.
ანდრეს ინიესტა პატარა ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიბადა, რომელიც ალბასეტეს პროვინციაში მდებარეობს. „ბარსელონას“ აკადემიაში გადასვლამდე სწორედ ამ ქალაქის ყმაწვილთა გუნდებში თამაშობდა.