ფეხბურთი

1:28 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე მასიმო კარერას დაემშვიდობა - "მადლობა ყველაფრისთვის"

მოსკოვის „სპარტაკიდან“ იტალიელი მასიმო კარერა დაითხოვეს. ჯანო ანანიძე კი, ალექსანდრ სამედოვის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელიც ყოფილ მთავარ მწვრთნელს სოციალური ქსელით საჯაროდ დაემშვიდობა:

„მადლობა ყველაფრისთვის“ - დაწერა ჯანომ რუსულ და იტალიურ ენებზე . თან „სპარტაკის“ ფერები, წითელი და თეთრი ემოციაც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ მასიმო კარერა „სახალხო გუნდში“ 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობდა და რუსეთის ჩემპიონი გახადა. თუმცა, მიმდინარე სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ პოსტიდან გაათავისუფლეს.

რუსული მედიის ცნობით, ანანიძის „სპარტაკს“ დიდი ალბათობით, რუსეთის ნაკრების დამრიგებელი სტანისლავ ჩერჩესოვი ჩაიბარებს.

0.115266