პორტუგალიის თასის 1/16 ფინალში გავიდა ავთო ებრალიძის „შავესი“, რომელმაც 1/32 ფინალში ადვილად დაამარცხა სტუმრად „პედრასი“ – 4:1.
აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლლი შეიტანა ქართველმა შემტევმა. ავთოს გადაცემით 59-ე წუთზე ანდრე ლუიშმა გაიტანა, ხოლო მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე თავად ქართველმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.