მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ტრავმირებულია. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგს ხერხემლის დაზიანება აქვს და ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში აეკ-ის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ამ დროისთვის ტრავმის ხარისხი უცნობია და შესაბამისად ისიც, თუ რა პერიოდით მოუწევს უქმობა ვეტერან შემტევს.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ საბერძნეთის ჩემპიონს 23 ოქტომბერს დაუპირისპირდება.