ჭიდაობა

21:28 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლომთაძე მედლის გარეშე დარჩა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ლომთაძე (61 კგ.) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე, მე-3 ადგილისთვის შერკინებაში ლომთაძე მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბულეგს დაუპირისპირდა და მართალია, 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბექა მსოფლიო პირველობაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც სენეგალელ ადამა დიატას 6:0 სძლია, მეოთხედფინალში იაპონელი კაზუია კოიანაგი 11:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ – რუს გაჯიმურად რაშიდოვთან 0:10 დამარცხდა.

0.11474