კალათბურთი

18:53 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 33 ქულა ესპანეთში

20 წლის ქართველი კალათბურთელი ლუკა ბულაშვილი სეზონის სტარტზე ჩინებულად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ ბულაშვილი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფის ბინადარ “კულერედოში” ირიცხება და 2 მატჩის ჯამში უკვე 63 (!) ქულა აქვს ჩაგდებული.

“კულერედომ” საწყის ტურში სტუმრად “ბეტანზოსს” 79:75 სძლია და ლუკამ 30 ქულა მიითვალა, მე-2 ტურში კი ქართველი ლეგიონერი კიდევ უფრო შედეგიანად გაისარჯა.
ლუკას გუნდმა ამჯერად “გარბახოსას” უმასპინძლა და ოვერტაიმში 87:76 მოიგო, ჩვენებურმა კი თითქმის შეუცვლელად – 43 წუთს ითამაშა და 33 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ბულაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი, 17-დან 8 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედო” A-B ჯგუფის სათავეში იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ოქტომბერს, სტუმრად, აუტსაიდერ “როსალიასთან” ჩაატარებს.

0.122657