ფეხბურთი

12:16 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "უიპეშტს" "დიოშდიორთან" სტუმრად მოაგებინა. "გენტიდან" განათხოვრებული 21 წლის შემტევმა გოლები 77-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა და სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს.

გიორგი გასულ სეზონში ბელგიურმა კლუბმა "ტრენჩინში" გაანათხოვრა, ამჟამად კი "უიპეშტში" ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. ახალი გუნდის რიგებში ბერიძემ მეშვიდე შეხვედრა ჩაატარა და აღნიშნულ ორ გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.13861