ფეხბურთი

11:47 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "მესის ტრავმამ გეგმა შეგვიცვალა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "სევილიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ ლიონელ მესის ტრავმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელის გარეშეც უნდა იბრძოლოს გუნდმა.

"მესის ტრავმამ გეგმა ცოტათი შეგვიცვალა, თუმცა გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა ეს დანაკლისი აღმოვფხვრათ. მესის დიდი ხანია მატჩები არ გამოუტოვებია, თუმცა არგენტინელის გარეშე უკვე მოვახერხეთ თამაში და ჩვენი სტილის შენარჩუნება." - განაცხადა ვალვერდემ.

"სევილიასთან" შეხვედრის პირველ ტაიმში მესიმ ხელი მოიტეხა და "ბარსელონას" ვებგვერდის ინფორმაციით სარეაბილიტაციო პერიოდი სამი კვირა გაგრძელდება. ერთი კვირის შემდეგ "ბლაუგრანას" დაპირისპირება მადრიდის "რეალთან" ელის და ელ კლასიკო" მესის და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე 2009 წლის შემდეგ პირველად გაიმართება.

0.121407