ფეხბურთი

16:17 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდეს "ბარსელონამ" კრუიფის საოცნებო გუნდის შედეგი გააუმჯობესა

კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგის მეცხრე ტურში "კამპ ნოუზე" "სევილია" 4:2 დაამარცხა და ზედიზედ 41-ე საშინაო შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა. აღნიშნული მაჩვენებლით ერნესტო ვალვერდეს "ბლაუგრანამ" იოჰან კრუიფის საოცნებო გუნდის შედეგი გააუმჯობესა. ჰოლანდიელის "ბარსელონამ" 90-იანი წლების დასაწყისში 40 შეხვედრა (34 მოგება, 6 ფრე) წაუგებლად ჩაატარა და სერია იმდროინდელ აუტსაიდერ "ლეიდასთან" შეწყვიტა.

ამჟამინდელმა "ბარსელონამ" კი წარმატებული სერია ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის დროს 2016 წელს დაიწყო, როდესაც "ატლეტიკოსთან" ფრედ 1:1 ითამაშა და 41 მატჩიდან 33 მოიგო. აბსოლიტური რეკორდი კი "ბარსელონას" 70-იან წლებში აქვს დაფიქსირებული და მაშინაც აღნიშნული მიღწევის მონაწილე კრუიფი იყო. "ბლაუგრანამ" წაუგებელი სერია 1972 წელს დაიწყო და 1976/77 წლების სეზონში დაასრულა. ამ ხნის განმავლობაში "ბარსელონა" 67 საშინაო მატჩში არ დამარცხდა.

0.113334