ფეხბურთი

10:40 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველია - იშვიათი, მაგრამ ფასეული გოლები

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვრიკველიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა VIDEO. რა გასაკვირია, 26 წლის ფეხბურთელი ცენტრალური მცველია და შეტევაში შედეგიანი თამაშით დიდად რომ ვერ გამოირჩევა.

საერთოდ, ეს მის კარიერაში რუსეთის პრემიერლიგაში მეექვსე გოლი იყო. თუმცა, აქ სხვა დეტალია საინტერესო: როდესაც საბას გააქვს, მისი გუნდი თამაშს არ აგებს! ყოფილა მეტად დრამატული გოლებიც.

მაგალითად, „რუბინში“ თამაშის დროს, მოსკოვის „სპარტაკს“ მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გაუტანა და ყაზანელები მარცხისგან იხსნა. აი, „ლოკომოტივში“ გარჯისას, უკვე თავად „რუბინს“ გაუტანა მსაჯის კომპენსირებულ დროში, ორი ქულაც დააკარგვინა და პატარა შურისძიებაც შემოგვთავაზა.

6-დან 5 შემთხვევაში კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო ორჯერ მისი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

აქვე, კვირკველიას გოლების ნუსხა რუსულ პრემიერლიგაში:

20 აგვისტო, 2011. „რუბინი“ – „ამკარი“ 1:1 (გოლი 84-ე წუთზე)

3 მაისი, 2015. „რუბინი“ – „ტორპედო“ 2:2 (გოლი 23-ე წუთზე)

30 ნოემბერი, 2015. „რუბინი“ – „სპარტაკი“ 2:2 (გოლი 90+4-ეწუთზე)

18 ივლისი, 2017. „ლოკომოტივი“ – „არსენალი“ 1:0 (გოლი 57-ე წუთზე)

9 აგვისტო, 2017. „ლოკომოტივი“ – „რუბინი“ 1:1 (გოლი 90+1-ე წუთზე)

19 ოქტომბერი, 2018. „ლოკომოტივი“ – „როსტოვი“ 2:1 (გოლი მე-60 წუთზე)

როგორც ხედავთ, კვირკველია გოლებს მართლაც იშვიათად იტანს, მაგრამ როდესაც ამის გაკეთებას ახერხებს, ყოველთვის ფასეულ და მნიშვნელოვან მომენტში...

0.134193