ფეხბურთი

1:50 | 20.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩის ბენეფისი და რეკორდები ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტური ფრანკფურტში დაიწყო, სადაც „აინტრახტმა“ დიუსელდორფის“ „ფორტუნა“ გააცამტვერა - 7:1. თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმასთან, რაც ფრანკფურტელთა სერბა ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა გააკეთა.

20 წლის სერბმა 5-ჯერ გამოიჩინა თავი და რეკორდებიც დაამყარა. აბა, როგორი საქმეა, ბუნდესლიგაში ასეთ ასაკში ერთ მატჩში 5 გოლს რომ გაიტან?!

ლუკა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (20 წლისა და 300 დღის), რომელმაც ბუნდესლიგის ერთ თამაშში 5 გოლი გაიტანა. ამასთან, „აინტრახტის“ ისტორიაშიც პირველია, რომელმაც 5-ჯერ გამოიჩინა თავი.

სერბ ფეხბურთელებშიც პირველი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა გერმანიის ჩემპიონატში (მერე უკვე პოკერიც და პენტა ჰეთ-თრიქიც). მოკლედ, იოვიჩი ისტორიაში შევიდა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში ვინმე მის მიერ დამყარებულ რეკორდებს შესწვდეს.

0.136347