საქართველოს ნაკრებისა და „სარაგოსას“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან იძულებითი პაუზის შემდეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა.
„პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად სამი კვირის შემდეგ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რთული პერიოდის მერე ერთად უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი და ვიაროთ წინ“, - დაწერა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა ტრავმა 28 სექტემბერს, „ალბასეტესთან“ მატჩში მიიღო. აღნიშნული მიზეზით 23 წლის შემტევი საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარა.
„სარაგოსა“ კი ლა ლიგა 2-ის მეათე ტურში „ტენერიფესთან“ მატჩისთვის ემზადება. ეს შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.