კატალონიის „ბარსელონა“ ნეიმარს დაბრუნების შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც „ბლაუგრანას“ ვიცე-პრეზიდენტმა ხორდი კარდონერმა SER Catalunya-სთან საუბარში აღნიშნა, ეს თემა დღის წესრიგში არ დგას.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა არ განიხილავს ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობას. ამ მომენტში არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან ეს საკითხი არც განხილულა“, - აღნიშნა კარდონერმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა და არც კლუბი იყო წინააღმდეგი.