სხვა

15:23 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰო ნოემბრის ბაშოს გამოტოვებს?

იოკოძუნა ჰაკუჰო მომდევნო ბაშოს გამოტოვების საფრთხის წინაშე დგას. საქმე ის გახლავთ, რომ მონღოლმა იოკოძუნამ მარჯვენა მუხლზე ენდოსკოპიური ოპერაცია გაიკეთა და მართალია, რეაბილიტაციისთვის დიდი დრო არ სჭირდება, შესაძლოა, მოახლოებული სუპერტურნირისთვის სრულად მომჯობინება ვერ მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს სუპერტურნირი – კიუსიუ ბაშო სტარტს 11 ნოემბერს აიღებს და “ფუკუოკა კოკუსაი სენთერში” 25 ნოემბრამდე გასტანს, 29 ოქტომბერს კი პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოქვეყნდება.

0.128869