ჭიდაობა

14:37 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

6 ქართველი მოჭიდავე განთესილთა სიაში

20 ოქტომბეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. სიახლე ისაა, რომ წლეულს UWW-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით თითოეულ წონით კატეგორიაში 4 ფალავანი განითესება.

ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, მათი რეიტინგი კი 4 სარეიტინგო ტურნირის მიხედვით ჩამოყალიბდა. ესენია ივან იარიგინის გრან-პრი (კრასნოიარსკი), თბილისის ბალავაძე-კარტოზიას გრან-პრი, სამხრეთ აფრიკის ღია ჩემპიონატი და გრან-პრი ალექსანდრ მედვედი (მინსკი), ასევე საკონრინენტო ჩემპიონატები.
განთესილთა სიაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ.), მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), მსოფლიო პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ევროპის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) და მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) მოხვდნენ.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) გამოირჩა.

0.221702