ძიუდო

21:20 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ვაჟთა პირველობის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ბრაზილიელი ვილიან ლიმა დამატებით დროში ვაზარიზე დააგდო, მერვედფინალში კი, იაპონელ იუჯი აიდას ასევე ვაზარით უგებდა, თუმცა, იპონზე დაეცა და შეჯიბრს გამოეთიშა.

ასევე მალე დაასრულა ასპარეზობა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.). ის პირველ წრეში ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვეცს გაეჯიბრა და 2 ვაზარი გაუშვა.

ხვალ, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირზე საქმეში ოთხ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი მე-2 რაუნდში ჰოლანდიელ კოენ ვან ვინდენს დაუპირისპირდება, ლუკა მაისურაძის მეტოქე კი მექსიკელი ფრაისერ ტინტოსი იქნება.

ლაშა ბექაური (90 კგ.) მსოფლიო ჩემპიონატში კანადელ ბენჟამინ კენდრიკთან შერკინებით ჩაებმება, ხოლო მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ამერიკელ ჯულია სიმონიანს დაუპირისპირდება.

0.108524