კალათბურთი

16:57 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 11 ქულა და მე-2 გამარჯვება (+VIDEO)

ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში მე-2 გამარჯვება იზეიმა.

ტენერიფელებმა საფრანგეთში “ნანტერს” დამაჯერებლად – 75:58 სძლიეს, მაკფადენი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:45 წუთში 11 ქულა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
თადმა 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი სტუმრებმა მასპინძლებზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს.
“იბეროსტარ ტენერიფე” 2 მოგებით B ჯგუფს იტალიურ “უმანა რეიერ ვენეციასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 23 ოქტომბერს, შინ, შვეიცარიულ “ფრიმბურგ ოლიმპიკთან” გამართავს.

0.123129