ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა.
მიჩიგანელები შინაურ კედლებში “ბრუკლინ ნეთსს” დაუხვდნენ და 20 332 ქომაგის თვალწინ 103:100 იმარჯვეს, ქართველი ცენტრი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში “პისტონსმა” მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
დეტროიტელებს მორიგი მატჩი 21 ოქტომბერს ელით, როდესაც “ჩიკაგო ბულსს” ესტუმრებიან.