ფეხბურთი

13:24 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემი“ ლონდონის ოლიმპიური სტადიონის გამოსყიდვას აპირებს

„ვესტ ჰემის“ ვიცე-პრეზიდენტმა, კარენ ბრეიდიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი ლონდონის სტადიონის გამოსყიდვას ეცდება. არენა, რომელსაც ადრე „ოლიმპიური“ ერქვა, „ჩაქუჩებმა“ ხანგრძლივი იჯარით დაიბევეს. თან მისაღები პირობებით, წელიწადში სულ რაღაც 3,4 მილიონ გირვანქას იხდიან.

ქალბატონ ბრეიდის მიაჩნია, რომ არენა, რომელიც დაახლოებით 60 ათას მაყურებელს იტევს, არასწორად გამოიყენება, რადგან იქ საფეხბურთო მატჩების გარდა, სხვადასხვა კომერციული ღონისძიებების ჩატარებაცაა შესაძლებელი. თუ „ვესტ ჰემი“ სტადიონს გამოისყიდის, მაშინ ამ პრობლემასაც მიხედავს.

„ვფიქრობ, ამ სტადიონს ძალიან სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება. ის ძვირფასი ქვასავით უნდა იყოს ლონდონის გვირგვინში. ყოველდღე უნდა დაიტვირთოს. თუ გამოსყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვანაირად მივხედავთ, ჩავატარებთ კონცერტებს, სარაგბო მატჩებს და ასე შემდეგ.“ - უთხრა ბრეიდიმ BBC-ს.

0.115501