ფეხბურთი

12:53 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესი: „სეზონის საუკეთესო ტრანსფერი ვიტსელის „დორტმუნდში“ გადასვლაა“

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს მიაჩნია, რომ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი აკსელ ვიტსელის ჩინური „ტიანცზინიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლაა. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა ჩინელებს ბელგიელში 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

„სეზონის საუკეთესო ტრანსფერი ვიტსელის დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლაა. ევროპულმა ფეხბურთმა ბევრი მოიგო ასეთი მოთამაშის კონტინენტზე დაბრუნებით. იმ სარგებელთან შედარებით, რომელიც აკსელს გუნდისთვის მოაქვს, მასში გადახდილი თანხა უმნიშვნელო ჩანს. ამიტომ, მგონია, რომ ეს სეზონის საუკეთესო ტრანსფერია.“ - უთხრა მარტინესმა bulinews.com-ს.

0.106857