კალათბურთი

20:00 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილმა სეზონი 30 ქულით გახსნა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა, რომელიც ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) ბინადარ “კულერედოს” ღირსებას იცავს, თავის გამოჩენა პირველივე მატჩში მოახერხა.

A-B ჯგუფის სასტარტო ტურის შეხვედრაში ქართველი ლეგიონერის გუნდი “ბეტანზოსს” ესტუმრა და 79:75 იმარჯვა, ჩვენებური კი -ს ტიტულის მფლობელი გახდა.
ბულაშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.
ლუკამ 7-დან 4 ორქულიანი, 13-დან 5 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედო” მე-2 ტურის მატჩს 20 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც “გარბახოსას” უმასპინძლებს.

0.115216