ფეხბურთი

18:40 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამადუ სახოს მძიმე პერიოდი: "ქუჩაში მეძინა, მოწყალებას ვითხოვდი და მშიერი ვიყავი"

ინგლისური „კრისტალ პალასის“ მცველი მამადუ სახო ცხოვრების მძიმე პერიოდს იხსენებს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა CNN-თან ინტერვიუში აღიარა, რომ იყო დრო, როდესაც ქუჩაში ეძინა და საჭმლის გამო მოწყალებას ითხოვდა.

„ძალიან რთული ცხოვრება მქონდა. სრულიად განსხვავებული, ვიდრე დღეს მაქვს. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს რამდენიმე დღე მშიერი ყოფნა. ვიცი, რას ნიშნავს სიცივე და არაფრის ჭამა. ქუჩაში მეძინა და მოწყალებას ვითხოვდი, ვძარცვავდი, რომ საჭმელი მქონოდა. თუმცა, ეს მომენტები დამეხმარა, რომ ის ვყოფილიყავი, რაც დღეს ვარ. უფრო ძლიერი ადამიანი ვარ“, - თქვა სახომ.

შეგახსენებთ, რომ სახოს თავის დროზე პსჟ-სა და „ლივერპულის“ რიგებში უთამაშია. საფრანგეთის ნაკრებში კი 28 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.131111