სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

17:21 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე სამმაგი ლიდერია

სერბული “მეგა ბემაქსის” ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა ადრიატიკის ლიგის გასული ტურის შედეგები შეაჯამა და სასიხარულოა, რომ 5 უმთავრესი სტატისტიკური მაჩვენებლიდან სამში ქართველი ტალანტი გოგა ბითაძე ლიდერობს.

19 წლის ბითაძე საუკეთესოა ჯამური ქულებით (54), მოხსნებითა (32) და დაფარებებით (4), პასების (13) მხრივ პირველ ადგულზე გერმანელი კოსტია მუშიდი გახლავთ, ჩაჭრებში (6) კი – ფრანგი ადამ მოკოკა.
შეგახსენებთ, რომ “მეგა ბემაქსს” ადრიატიკის ლიგაში სამივე მატჩი მოგებული აქვს და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 19 ოქტომბერს, შინ, სლოვენიურ “ოლიმპიასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121152