საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს პლეი-ოფში გასასვლელად იბრძოლებს.
ქართველ ჩოგბურთელებს მორიგი გამოწვევა 2019 წლის 6-9 თებერვალს ინგლისურ ბათში ელით, სადაც B ჯგუფის ეგიდით მასპინძელ დიდ ბრიტანეთს, სერბეთს, ხორვატიას, უნგრეთს, თურქეთს, საბერძნეთსა და სლოვენიას გაეჯიბრებიან.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ხსენებული 8 ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდება, რომელთა გამარჯვებულებიც ზედა დონეზე ასასვლელად ითამაშებს. ამავდროულად, შეჯიბრის ბოლოადგილოსანი მსოფლიო ჯგუფი II-ს დატოვებს.
იგივე პრინციპი იმოქმედებს A ჯგუფშიც, სადაც რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ბულგარეთი, დანია და შვედეთი ითამაშებენ. ეს ნაკრებები ასევე 6-9 თებერვალს პოლონურ ზიელონა გორაში იბრძოლებენ.
როგორი შემადგენლობით გაირჯება საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის მომავალ მატჩებში მოგვიანებით გაირკვევა.