კალათბურთი

11:34 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს 73-ე სეზონი დაიწყო

დღეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 73-ე სეზონი დაიწყო. ახალი 2018/19 წლების სეზონი „ბოსტონი“ „ფილადელფიას“ (105:87) მატჩით გაიხსნა. ფილადელფიელებმა ვერც ერთი მეოთხედი ვერ მოიგეს. „ბოსტონი“ მეორე მეოთხედში დაწინაურდა და მატჩის ბოლომდე ფილადელფიელები მდევრის როლში გახლდნენ. „ბოსტონში „ 23 ქულით, 9 მოხსნით და სამი პასით ტატუმი გამოირჩა. „ფილადელფიაში“ საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტმა“ შინ „ოკლაჰომა“ 108:100 დაამარცხა. მატჩის გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მეომრებმა“ უკეთესად ჩაატარეს. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. დურანტს 27 ქულა ჰქონდა. „ოკლაჰომაში“ 27 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა. ოკლაჰომელებს გუნდის ლიდერი რასელ უესტბრუკი მუხლის ტრავმის გამო არ ჰყავდათ.

მატჩამდე „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელებს, ვინც შარშან ჩემპიონობა მოიპოვეს, საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს.

„ბოსტონი“ – „ფილადელფია“ 105:87 (21:21, 26:21, 30:24, 28:21)

„გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა“ 108:100 (31:23, 26:24, 26:32, 25:21)

0.111077