ფეხბურთი

11:23 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ კეიტაც დაუშავდა

ამბობდა იურგენ კლოპი ერთა ლიგა სულელური ტურნირიაო. ალბათ, პირველ რიგში მოთამაშეთა ეროვნულ გუნდებში ტრავმიანობას გულისხმობდა. არადა, რას წარმოიდგენდა, რომ სწორედ მის ფეხბურთელებს შეეყრებოდათ „სანაკრებო სენი.“

გუშინ მათ ახლწვეული ნახევარმცველი, ნაბი კეიტაც დაუშავდათ, რომელიც გვინეის ეროვნული გუნდის ღირსებას იცვდა აფრიკის ერთა თასის შესარჩევ მატჩში, რუანდის წინააღმდეგ (1:1). ის მეორე ტაიმის დასაწყისში თანაგუნდელებმა გაიყვანეს მინდვრიდან, რადგან სტადიონზე საკაცე არ აღმოჩნდა.

უახლოეს ხანში კეიტა „ლივერპულის“ ბანაკში დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში საკუთარი ქვეყნების ნაკრებებში მერსისაიდელთა კიდევ სამი მოთამაშე დაშავდა: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), სადიო მანე (სენეგალი) და ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია).

0.125065