ფეხბურთი

10:46 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი - 100

ბრაზილია-არგენტინის გუშინდელ ამხანაგურ მატჩში, რომელიც ბრაზილიელებმა 1:0 მოიგეს, გოლი 93-ე წუთზე მილანის „ინტერის“ მცველმა, ჟოაო მირანდამ გაიტანა პარისენჟერმენელი ნეიმარის გადაცემით. ამისდაკვალად, ნეიმარს „გოლი+პასი“ სისტემით 100 ქულა მოუგრივდა (59 გოლი, 41 პასი). ამ შედეგის მისაღწევად მას 94 მატჩის ჩატარება დასჭირდა ბრაზილიის ნაკრებში.

26 წლის ნეიმარი „სელესაოში“ 2010 წლიდან თამაშობს და დღეისათვის რიგით მესამე მეგოლეა პენტაკამპეონთა ისტორიაში. მასზე მეტი მხოლოდ პელეს (77 გოლი 92 მატჩში) და რონალდოს (62, 98) გაუტანიათ.

საინტერესოა, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ათეულშიც მოხვდა. ის ლეგენდარულ მეკარე ჟილმარს დაეწია. რეკორდსმენი კი, ამ მხრივ, 142 მატჩით კაფუ გახლავთ.

0.124821