ფეხბურთი

19:00 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლდო არ ისვენებს: "საქართველო და ყაზახეთი ერთი დონის გუნდებია"

ანდორის ნაკრების თავკაცი კოლდო ალვარესი არ ჩერდება. მოგეხსენებათ, პატივცემულმა ესპანელმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც მისი გუნდი ყაზახეთს უნდა შეხვედროდა, თქვა, რომ ყაზახეთში საქართველომ შემთხვევით მოიგო და სტანიმირ სტოილოვის გუნდი უფრო ძლიერი იყო.

ბუნებრივია, თბილისში ჩამოსულს ამის შესახებ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მაგრამ რად გინდა, მსგავსი არაფერი მითქვამს, პირიქით, ჯგუფში კი არა, მთლიანად დივიზიონში ხართ ფავორიტებიო.

და მაინც, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - ასეა კოლდოს საქმე. თბილისიდან ასტანაში ჩავიდა და ისევ ძველ ჩვენებას დაუბრუნდა.

აი, კითხვაც და აი, პასუხიც:

- საქართველოსთან მატჩის შემდეგ თქვით, რომ ქართველები ამ ეტაპზე თქვენს გუნდზე ძლიერია. შეგიძლიათ თქვათ, რომ ყაზახეთიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე ანდორა?

- „ვფიქრობ, საქართველო და ყაზახეთი ერთ დონეზე დგანან. ერთადერთი განსხვავება ქულებშია, რომელიც მათ მოიპოვეს“.

ჩვენის მხრივ, დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს, ხოლო ანდორას, ყაზახეთსა და ლატვიას 2-2 ქულა...

0.111462