სხვა

18:03 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ოლიმპიზმი მოქმედებაში"

ასე ერქვა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ეგიდით გამართულ წარმომადგენლობით ფორუმს, რომელშიც 2000-მდე დელეგატი მონაწილეობდა.

ფორუმი IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა გახსნა.

ფორუმზე განიხილეს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ოლიმპიური პროგრამები, მათ შორის - „ოლიმპიზმი მოქმედებაში," „ქალები სპორტში," „სპორტის ურბანიზაცია," აგრეთვე დოპინგთან ბრძოლის საკითხები.

ფორუმმა მხარი დაუჭირა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ლტოლვილთა გუნდის შექმნას. გადაწყდა, რომ თამაშებში მონაწილეობის პირობები და ლტოლვილთა გუნდი წევრთა შერჩევის წესი განისაზღვრება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან, სპორტულ ფედერაციებთან, ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და დევნილთა საკითხებში გაეროს სააგენტოსთან თანამშრომლობით. გუნდის წევრთა ვინაობა გამოცხადდება 2020 წელს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან ფორუმს ესწრებოდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

www.geonoc.org.ge

0.130755